ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, მიკელ მერინომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში საფრანგეთთან მოახლოებულ სუპერმატჩზე ისაუბრა და მეტოქის დამარცხების გზებზე გაამახვილა ყურადღება.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა აჯობონ საფრანგეთს, რომელიც ტურნირზე შესაძლოა საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, მერინომ უპასუხა:
„ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, ჩვენი სათამაშო სტილის ერთგულნი დავრჩეთ და ვიდომინიროთ, მათ შორის საკვანძო ეპიზოდებშიც.
იქნება ბევრი ინდივიდუალური დუელი და ორთაბრძოლა, რაშიც ფრანგები ძალიან ძლიერები არიან. ვის მხარესაც იქნება ბურთი, მას მომენტის შექმნა ნებისმიერ წამს შეუძლია.
თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს და ყველა კონკრეტულ ეპიზოდში ზუსტად ის გააკეთოს, რაც საჭიროა“, - განაცხადა მერინომ.