ურუგვაის ახალი მთავარი მწვრთნელი დიეგო ფორლანი გახდა.
ნაკრების ლეგენდარული ფორვარდი დროებითი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 20 წლამდე ნაკრებსა და ეროვნულ გუნდში შეითავსებს.
ურუგვაის ბოლო მწვრთნელი მარსელო ბიელსა იყო, რომელთან ერთადაც ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა.
ფორლანს სამწვრთნელო კარიერის დიდი გამოცდილება არ აქვს, 2020 წელს ის პენიაროლს წვრთნიდა, 2021-ში კი ათენასს, თუმცა ვერცერთ გუნდში ერთი წელიც ვერ გაჩერდა.