ფრანგი მცველი ყოფილ კლუბში ბრუნდება.
ასტონ ვილას და საფრანგეთის ნაკრების მარცხენა მცველი ლუკა დინი კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პსჟ-მ ბირმინგემულ კლუბს შეატყობინა, რომ 32 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას, 10 მილიონ ევროს გადაიხდის.
თავად დინი პსჟ-ში გადასვლასა და ნუნო მენდეშის შემცვლელის როლის მორგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
ცნობისთვის, დინი, რომელიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ძირითადი მარცხენა მცველია, პსჟ-ში 2013-2016 წლებში თამაშობდა, საიდანაც რომაში ერთწლიანი იჯარის გავლით, ბარსელონაში გადავიდა.