არსენალის შემტევი კარიერას თურქეთში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელი ლეანდრო ტროსარი ბეშიქთაშში ითამაშებს.
კლუბებს შორის შეთანხმება შედგა - ბეშიქთაში არსენალს 18 მილიონ ევროს გადაუხდის, კიდევ 2 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
ხვალ ტროსარი სტამბოლში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ტროსარი არსენალში 2023 წლის იანვარში ბრაიტონიდან 24 მილიონ ევროდ გადავიდა, საჩემპიონო 2025/26 პრემიერ ლიგის სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა 31 მატჩში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.