22 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჩელსი მანჩესტერ იუნაიტედზე გაცვალა.
წითელმა ეშმაკებმა ანდრეი სანტოსის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.
ანდრეი სანტოსში, რომელსაც ცენტრალურ და საყრდენ ნახევარმცველად შეუძლია თამაში, მანჩესტერ იუნაიტედმა ჩელსის 50 მილიონი ფუნტი გადაუხადა და შემდეგი პოტენციური გაყიდვიდან ჩელსი თანხის 10%-საც მიიღებს.
თავად ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 2031 წლის ივნისამდე.
ანდრეი სანტოსი ჩელსის 2023 ლიდან ეკუთვნის, თუმცა სამჯერ იყო განათხოვრებული - ჯერ ვასკო და გამაში, შემდეგ ნოტინგემ ფორესტში, ბოლოს კი ორი წელი სტრასბურგში.
2025/26 სეზონის პრემიერ ლიგაში სანტოსმა 27 არასრულ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლთან ერთად 4 ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.