• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჩელსი საკუთარი ფეხბურთელის გოლის გამო გალანძღეს
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ჩელსი საკუთარი ფეხბურთელის გოლის გამო გალანძღეს

16 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლონდონის ჩელსი გულშემატკივრების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.


მიზეზი კლუბის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გახდა, რომელიც ინგლისისა და არგენტინის ნახევარფინალური მატჩის დროს ენცო ფერნანდესის მიერ გატანილ გოლს ეძღვნებოდა.

არგენტინელმა ნახევარმცველმა ინგლისთან შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა, საბოლოოდ კი არგენტინამ თომას ტუხელის გუნდი 2:1 დაამარცხა და მუნდიალის ფინალში გავიდა. მატჩის მსვლელობისას ჩელსის გვერდზე საკუთარი ფეხბურთელის წარმატების აღნიშვნას ინგლისელი ქომაგების მყისიერი და გაბრაზებული რეაქცია მოჰყვა. გულშემატკივრებმა მიიჩნიეს, რომ ინგლისური კლუბის მხრიდან იმ გოლის ზეიმი, რომელმაც ეროვნული ნაკრები ტურნირიდან გამოაგდო, უადგილო და უპატივცემულო იყო.

„ინგლისური კლუბისგან ამის დაპოსტვა აბსოლუტური სირცხვილია,“ - წერდა ერთ-ერთი გაბრაზებული გულშემატკივარი პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერში). ზეწოლის შემდეგ ჩელსიმ პოსტი ოფიციალური არხებიდან სასწრაფოდ წაშალა, თუმცა მომხდარზე განმარტება არ გაუკეთებია.

ენცო ფერნანდესისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნაკრებში თამაშის გამო სკანდალში ეხვევა. 2024 წლის კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, ის შეურაცხმყოფელი სიმღერების გამო სკანდალურ ისტორიაში გაეხვია, რის გამოც საჯარო ბოდიშის მოხდა და კლუბის შიდა დისციპლინარული სასჯელის მიღება მოუწია. ახლა კი ფერნანდესი მთელ ყურადღებას კვირას, 19 ივლისს გასამართი ფინალისკენ მიმართავს, სადაც არგენტინა ესპანეთს დაუპირისპირდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

argentina
ჩელსი
ენცო ფერნანდესი
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსის დაძაბული მატჩი - რატომ გაუქმდა პენალტების სერია?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსის დაძაბული მატჩი - რატომ გაუქმდა პენალტების სერია?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მოხდებოდა მოურინიოს რომ ფერგიუსონი 2013 წელს ჩაენაცვლებინა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მოხდებოდა მოურინიოს რომ ფერგიუსონი 2013 წელს ჩაენაცვლებინა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 აგვ, 2026

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?

News image

09 აგვ, 2026

ჩელსის დაძაბული მატჩი - რატომ გაუქმდა პენალტების სერია?

News image

18 სთ წინ

რა მოხდებოდა მოურინიოს რომ ფერგიუსონი 2013 წელს ჩაენაცვლებინა?

News image

14 სთ წინ

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება