ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნას მოედანზე სკანდალი მოჰყვა.
მატჩის შემდეგ ჯუდ ბელინგემმა არგენტინელ მცველს, ვალენტინ ბარკოს თავში ხელი გაარტყა. ტრიბუნებიდან გადაღებულმა ახალმა ვიდეომ გამოაჩინა, რომ ინგლისელი ვარსკვლავი მძიმე პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.
ვიდეოში ჩანს, რომ ბელინგემი არგენტინის სათადარიგო მეკარეს ხელს ართმევდა, როდესაც მასთან ბარკო მივიდა და შეურაცხმყოფელი რეპლიკა ესროლა. ესპანურად მოლაპარაკე ბელინგემმა რეაქცია მომენტალურად მოახდინა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც აღმოჩნდა, არგენტინელთა მხრიდან პროვოკაციები მთელი თამაში გრძელდებოდა. ბარკო, რომელიც ჩელსიში გადასვლას გეგმავს, მოედანზე არ გასულა, თუმცა გოლის აღნიშვნისას ინგლისელებს სახეში უყვიროდა.
ფიფამ შესაძლოა ბელინგემის წინააღმდეგ დისციპლინარული მოკვლევა დაიწყოს, რის გამოც მან შესაძლოა საფრანგეთთან შაბათს გასამართი მესამე ადგილისთვის მატჩი გამოტოვოს.