ნოტინგემს ამ სეზონში მესამე მწვრთნელი გაწვრთნის.
კლუბმა პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ინგლისელი შონ დაიჩის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
დაიჩმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და პირველ მატჩს ნოტინგემის სათავეში პორტოსთან, ევროპა ლიგაზე, 23 ოქტომბერს გამართავს.
დაიჩის უკანასკნელი სამუშაო ადგილი ევერტონი იყო, რომელსაც ის 2023-2025 წლებში წვრთნიდა და გუნდიდან წლის დასაწყისში, გაუშვეს.
ევერტონის გარდა, დაიჩს ბარნლიში (2012-2022) და უოტფორდში (2011-2012) წლებში აქვს ნამუშევარი.
სეზონის დასაწყისში ნოტინგემს ნუნო ეშპირიტუ სანტუ წვრთნიდა, რომელიც თანამდებობაზე ენჯ პოსტეკოგლუმ შეცვალა. ბერძენმა 8 მატჩში ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა და თანამდებობიდან მხოლოდ 39 დღეში დაითხოვეს.