მან სიტიში დიდი ეპოქა დასრულდა.
მანჩესტერ სიტიმ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ორშაბათს გავრცელდა. იტყობინებოდნენ იმასაც, რომ გვარდიოლას სიტიში ენცო მარესკა შეცვლის.
გვარდიოლა მანჩესტერ სიტის 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი წინამძღოლობით გუნდმა 20 ტიტული მოიპოვა. ქალაქელებმა 6-ჯერ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი, 3-3-ჯერ — ინგლისის თასი და სუპერთასი, ხოლო 5-ჯერ — ინგლისის ლიგის თასი.
საერთაშორისო არენაზე სიტიმ გვარდიოლასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.