-
Aa
+
ფონტის ზომა
იუვენტუსის ოფიციალური განცხადებით კლუბისა და ადრიენ რაბიოს გზები გაიყარა. ფრანგი ნახევარმცველის ასპარეზობა ტურინში 5 სეზონის შემდეგ დასრულდა.
ადრიენი იუვენტუსში 2019 წელს გადავიდა და გუნდთან ერთად სკუდეტო, იტალიის თასი (2-ჯერ) და იტალიის სუპერ თასი მოიგო.
რაბიო იუვენტუსის ისტორიაში გახდა მეხუთე ფრანგი, რომელმაც 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ჯამში კი 212 შეხვედრა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ზინედინ ზიდანს გაასწრო, მასზე წინ კი მხოლოდ მიშელ პლატინი (224) და დავიდ ტრეზეგე (320) რჩებიან.
29 წლის მოთამაშე ბიანკონერის თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბთან.
რაბიომ ევრო 2024-ზე საფრანგეთის ნაკრების წევრი იყო და ტურნირს 1/2 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები