ბაიერ 04-ის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ ერიკ ტენ ჰაგი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელია. 55 წლის ნიდერლანდელმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.
ტენ ჰაგი ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა, სადაც 2023 წელს ინგლისის ლიგის თასი, 2024 წელს კი FA თასი მოიგო.
"ბაიერი გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ასევე ევროპულ ელიტასაც ეკუთვნის.
კლუბმა ბრწინვალე პირობები შემომთავაზა, მენეჯმენთან მოლაპარაკებებმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა." - განაცხადა ნიდერლანდელმა.
ტენ ჰაგმა ლევერკუზენში ჩაბი ალონსო შეცვალა, რომელიც სამწვრთნელო კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.