ლევერკუზენის ბაიერში ჩაბი ალონსოს ერიკ ტენ ჰაგი შეცვლის.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა - ნიდერლანდელი სპეციალისტი გერმანულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ტენ ჰაგის გუნდში დაბრუნებით აიაქსიც ინტერესდებოდა, თუმცა თავად სპეციალისტმა თავისი პრიორიტეტი ლევერკუზენს მიანიჭა და გერმანულ გუნდში დანიშვნა ამჯობინა.
ერიკ ტენ ჰაგი 2024 წლის ოქტომბერში მანჩესტერ იუნაიტედიდან გაუშვეს და მას შემდეგ უმუშევარია.