გერმანიის ბუნდესლიგის 2024-25 წლების სეზონი დასრულდა და ლევერკუზენის ბაიერმა მორიგი რეკორდის დამყარება შეძლო.
საქმე იმაშია, რომ ფარმაცევტებმა ზედიზედ მე-2 სეზონი ჩაატარეს გასვლაზე მარცხის გარეშე, რაც ჯამში 34 მატჩს უდრის.
ჩაბი ალონსოს გუნდმა ამ 34 შეხვედრიდან 26 მოიგო და 8 ფრედ ითამაშა, ეს კი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ლევერკუზენმა გასულ წელს ისტორიაში პირველი ბუნდესლიგა მოიგო, წელს კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ბუნდესლიგა 2024/25 ოფიციალურად დასრულდა - ტურნირის შეჯამება