ბუნდესლიგის 33-ე ტურში ლევერკუზენი სეზონის ბოლო საშინაო მატჩს დორტმუნდის წინააღმდეგ მართავს.
ბაი არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი თავისი გუნდის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელს დიდი პატივით დაემშვიდობა.
ალონსომ ლევერკუზენი 2022 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა და არასრულ ორ წელიწადში გუნდს ისტორიაში პირველი ბუნდესლიგა წაუგებლად მოაგებინა, ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა და გერმანიის თასზეც მიაღწია წარმატებას.
რამდენიმე დღის წინ ალონსომ ლევერკუზენიდან სეზონის ბოლოს წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ახალი სეზონიდან ის მადრიდის რეალს ჩაიბარებს.