ჰამბურგი ბუნდესლიგაში დაბრუნდა.
მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში ჰამბურგმა ულმს 6:1 მოუგო, სატურნირო ცხრილში 59 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე მყოფ ელფესბერგს 4 ქულით გადაუსწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ მეორე ადგილი და კლასში ამაღლება გუნდს გარანტირებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგიდან ჰამბურგი 2017/18 სეზონში გავარდა და მას შემდეგ არ დაწინაურებულა.
2018 წელს ჰამბურგი ბუნდესლიგიდან ისტორიაში პირველად გავარდა. გუნდი გერმანიის 6-გზის ჩემპიონია.