გიორგი სარდალაშვილი ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გამართული ძიუდოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 60 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა 66 კგ.-ში იასპარეზა, ზედიზედ 2 მატჩი მოიგო და 1/2 ფინალში გავიდა, იქ ხორვატ დანი კლაჩარს აჯობა, ხოლო სატიტულო შეხვედრაში გერმანელი პატრიკ ვაიზერი დაამარცხა.
ცნობისთვის, გიორგი სარდალაშვილი 2024 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2025-ში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2026-ის აპრილში, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდა - საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამარცხდა.
სარაევოს ევროპის ღია პირველობაზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თორნიკე მოსიაშვილმა (73 კგ.), რომელმაც ეს რეპეშაჟიდან შეძლო.
დღეს ტატამზე კიდევ ორ ქართველს ვიხილავთ - ირაკლი ბეროშვილსა (81 კგ.) და ლუკა მაისურაძეს (90 კგ.).