უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სარეიტინგო სერიაზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა.
72 კგ. წონით კატეგორიაში, ნიკა ბროლაძემ 1/4 ფინალში რთული შეხვედრა მოიგო, 1/2 ფინალში კი მიშიკო ალექსანდრია 4:2 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ჭიდაობის შანსი მიიღო - ფინალურ დაპირისპირებაში რუსი მეტოქე 10:0 გაანადგურა და ჩემპიონი გახდა.
ალექსანდრიამ ბრინჯაოს მედლისთვის ინდოელი სპორტსმენი დაამარცხა და ნაკრებს კიდევ ერთი მედალი მოუტანა. ამავე წონაში, ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო ჯონი ხეცურიანმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბექა მელელაშვილმა, რომელიც აშშ-ის სახელით ასპარეზობს, ასევე ბრინჯაოს მედლის მოგება შეძლო.