მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.
პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, მმართველობითი საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ევროპირველობა ჩვენს ქვეყანაში 2029 წელს გაიმართება.
მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდული ჩემპიონატი კავკასიის რეგიონში პირველად ჩატარდება. გათამაშება თბილისში, 2029 წლის ივლისის თვეში გაიმართება.