პრემიერ ლიგის მე-6 ტურში მან სიტიმ ბარნლი გაანადგურა.
ეტიჰადზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
ბარნლის მცველმა მაქსიმ ესტევემ ორი ავტოგოლი მიითვალა, დუბლი შეასრულა ერლინგ ჰალანდმა, ერთი გოლი კი მათეუს ნუნიესმა შეაგდო.
მან სიტიმ 6 ტურში 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.