რუბენ ამორიმის თქმით, მას შესაძლო გათავისუფლება არ აღელვებს.
დღეს მანჩესტერი მისი ხელმძღვანელობით ბრენტფორდთან პრემიერ ლიგის მე-6 ტურში დამარცხდა. ექვ მატჩში გუნდმა 3 მარცხი იწვნია.
„სამსახურის შესაძლო დაკარგვაზე არასდროს არ ვდარდობ, ასეთი ადამიანი არ ვარ.
ეს გადაწყვეტილება ჩემი მისაღები არ არის. სანამ აქ ვარ, ყოველ წუთს ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება." - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ექვს ტურში იუნაიტედს 2 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი აქვს.