VIDEO: ბოლო წუთების დრამა და არსენალის გამარჯვება სენტ ჯეიმს პარკზე
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-6 ტურში არსენალმა დრამატულ მატჩში ნიუკასლს მოუგო.
სენტ ჯეიმს პარკზე გამართული შეხვედრა მეთოფეების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
34-ე წუთზე ვოლტემადეს მიერ გატანილი გოლით ნიუკასლი თამაშს დიდი ხნის განმავლობაში იგებდა, თუმცა ბოლო ათ წუთში არსენალმა ორი გოლი შეაგდო და თამაშის შემოტრიალება შეძლო.
84-ზე თავი მერინომ გამოიჩინა, 90+6 წუთზე კი გამარჯვების გოლი გაბრიელ მაგალაეშმა შეაგდო.
არსენალმა 13 ქულა დააგროვა და ლიდერ ლივერპულთან სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა - არტეტას გუნდი სუფთა მე-2 ადგილზე გადავიდა. ნიუკასლი კი 6 მატჩში 6 ქულით მე-15 პოზიციაზეა.