პრემიერ ლიგაში 5 ტური ჯერ კიდევ ჩასატარებელია, თუმცა ორმა გუნდმა გადარჩენის ყველანაირი შანსი უკვე დაკარგა.
პირველი ინგლისის უმაღლეს დივიზიონს ვულვზი დაემშვიდობა - მისი გავარდნა ლიდსთან 18 აპრილს 0:3 განადგურების შემდეგ დადასტურდა ოფიციალურად. მგლების ანგარიშზე 17 ქულაა და გადასარჩენი მე-17 პოზიცია მათთვის მათემატიკურადაც მიუღწევია.
მეორე კი ბარნლი გავარდა, რომელსაც სიტისთან 0:1 მარცხის შემდეგ 20 ქულა დარჩა აქტივში და მე-17 პოზიცია მისთვისაც მიუღწეველი გახდა.
VIDEO: ჰალანდის გოლი და სიტის გამარჯვება - პრემიერ ლიგაში ლიდერი შეიცვალა
მესამე გასავარდნ მე-18 ადგილზე კი ამ მომენტისთვის ტოტენჰემია 31 ქულით, თუმცა ახლოშივეა ვესტ ჰემიც (33 ქულა) და ამ ეტაპზე ლიგაში ადგილი არც ნოტინგემს და ფორესტს აქვთ განაღდებული.