VIDEO: ჰალანდის გოლი და სიტის გამარჯვება - პრემიერ ლიგაში ლიდერი შეიცვალა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მატჩში მან სიტიმ სტუმრად ბარნლი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე ერლინგ ჰალანდმა გაიტანა. უამრავი მცდელობის მიუხედავად, გვარდიოლას გუნდმა ბარნლის მეტი გოლი ვეღარ გაუტანა, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
ამ გამარჯვებით მან სიტიმ 70 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ქულებით არსენალს გაუტოლდა, რომელმაც თითქმის 7-თვიანი ლიდერობის შემდეგ პრემიერ ლიგაში პირველი ადგილი დაკარგა.
ორივე გუნდს 70-70 ქულა და თანაბარი ბურთების სხვაობა (+37) აქვთ, თუმცა სიტი პირველ ადგილს უფრო მეტი გატანილი გოლის (66-63) ხარჯზე იკავებს, რაც მესამე პრიორიტეტია პრემიერ ლიგაში ქულებისა და გოლების სხვაობის შემდეგ.
შემდეგ ტურში მან სიტი გასვლაზე ევერტონს დაუპირისპირდება, არსენალი კი საკუთარ კედლებში ნიუკასლს უმასპინძლებს.
რაც შეეხება ბარნლის, მის ანგარიშზე 20 ქულა დარჩა და გუნდი ვულვზის შემდეგ მეორე გახდა, რომელიც პრემიერ ლიგიდან ოფიციალურად გავარდა.