ჩელსიმ მთავარი მწვრთნელის, ლიამ როსენიორის, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.
,,ჩელსის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლიამს და მის სამწვრთნელო შტაბს კლუბში მუშაობის პერიოდში გაწეული ძალისხმევისთვის.
ლიამი ყოველთვის გამოირჩეოდა უმაღლესი პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სეზონის შუაში დაინიშნა მთავარ მწვრთნელად.
ეს გადაწყვეტილება კლუბისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა ბოლო შედეგები და თამაშის ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა საჭირო სტანდარტებს, მაშინ როდესაც სეზონში ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რამაა გასაკეთებელი. ჩელსი ში ყველა უსურვებს ლიამს მომავალში წარმატებას.
კალუმ მაკფარლეინი სეზონის ბოლომდე დაიკავებს გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელის პოზიციას, კლუბის არსებული სამწვრთნელო შტაბის მხარდაჭერით, იმ მიზნით, რომ მოვიპოვოთ ევროპულ ტურნირებზე გასვლის უფლება და წარმატებით გავაგრძელოთ ასპარეზობა FA თასზე.
კლუბი, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, დაიწყებს თვითანალიზის პროცესს, რათა მიიღოს სწორი გრძელვადიანი გადაწყვეტილება." - წერია ლონდონური კლუბის განცხადებაში.
ჩელსიმ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 5 მატჩი წააგო და თანაც გოლის გატანა ვერ მოახერხა, რაც კლუბის 114-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა.