ესტევაოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებთან ერთად სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას.
ჩელსის ფორვარდმა შაბათს მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხის დროს კუნთის ტრავმა მიიღო.
The Athletic-ის ინფორმაციით, ესტევაოს კუნთის მეოთხე ხარისხის დაზიანება აქვს, რაც ნიშნავს, რომ 18 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ტურნირი 11 ივნისს იწყება, ხოლო ბრაზილიის პირველი მატჩი მაროკოს წინააღმდეგ ორი დღის შემდეგ გაიმართება.