ლონდონის ჩელსიმ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 5 მატჩი წააგო, თანაც ისე, რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხა.
ჩელსი 0-1 ნიუკასლი
ევერტონი 3-0 ჩელსი
ჩელსი 0-3 მანჩესტერ სიტი
ჩელსი 0-1 მანჩესტერ იუნაიტედი
ბრაიტონი 3-0 ჩელსი
ასეთი შემთხვევა ჩელსის 114-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, როცა გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ 5 თამაში გოლის გატანის გარეშე წააგო.
როსენიორი: „რაც დღეს მოხდა მიუღებელი და დაუშვებელია"
ამ ფაქტს ცნობილი კომპანია დომინოს პიცა ხუმრობით გამოეხმაურა:
ჩვენ 28,244,736 პიცა გავყიდეთ მას შემდეგ, რაც ჩელსიმ პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანა
