ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი, ლიამ როსენიორი, ბრაიტონთან გამანადგურებელი მარცხის (0:3) შემდეგ ფეხბურთელების დამოკიდებულებით უკიდურესად უკმაყოფილო დარჩა.
Sky Sports-თან ინტერვიუში სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდმა მოედანზე ბრძოლისუნარიანობა დაკარგა, რაც კლუბის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„კითხვები მოთამაშეებს დაუსვით. ელიტარულ კლუბში თამაშობ თუ ნებისმიერ სხვაგან, დაუშვებელია დაგაბრალონ, რომ თეთრი დროშა გადმოაგდე და დანებდი. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. გულნატკენი ვარ. გაოგნებული ვარ, რადგან მომხდარი არ ასახავს არც ჩემს და არც კლუბის პრინციპებს.
ეს უნდა შეიცვალოს. ჩელსი განასახიერებს ბრძოლას, ნებისყოფასა და სიმტკიცეს. დღეს კი ეს თვისებები აბსოლუტურად ყველა რგოლში გვაკლდა."
როდესაც მწვრთნელს ჩელსის დაბალი სირბილის მაჩვენებლების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა:
„ახლა ამაში ღრმად შესვლა არ მინდა. მაქვს ჩემი აზრები და შეგრძნებები. ბევრს ვსაუბრობდი იმაზე, თუ რა უნდა ხდებოდეს ამ კლუბში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მწვრთნელი, რათა გუნდი იქ აღმოჩნდეს, სადაც მისი ადგილია. საქმე ჩემში კი არა, ამ საფეხბურთო კლუბშია.“