6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მან სიტის ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, რეალთან მატჩში პენალტის შუაში დარტყმის მიზეზი დაასახელა.
„ჩემთვის ეს გულდასაწყვეტი საღამო და კვირა გამოვიდა, იმიტომ რომ მთელ გუნდს კიდევ ერთი ისტორიული ტრებლის შესრულება გვინდოდა, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა კი მტკივნეული აღმოჩნდა.
პირველ ღამეს დიდად არ მიძინია, მეორე - ცოტა უკეთესად, მესამე ღამეს კი თითქმის მთლიანად მეძინა.
პენალტის დროს ორი ვარიანტი მქონდა - ან ერთ-ერთ კუთხეში უნდა დამერტყა, მაგრამ ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელში, ან შუაში. ამიტომ მერჩივნა, პენალტი მეორეს ან მესამეს დამერტყა, რომ შემეხედა მეკარის მოძრაობისთვის.
პირველ პენალტზე რეალის გოლკიპერმა მოძრაობა მალევე დაიწყო და ვიფიქრე, რომ ცენტრში დარტყმა - კარგი ვარიანტი იქნებოდა. იმიტომ, რომ ზეწოლის ქვეშ მყოფი მეკარეების 99% ხტება ხოლმე. მან შუაში დარჩენა გადაწყვიტა, რის გამოც შექებას იმსახურებს. რაც არის, ეგ არის." - აღნიშნა პორტუგალიელმა.
კომენტარები