გუშინ Foot Mercato-ს ჟურნალისტმა, სანტი აუნამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალ-ჰილალმა ვიქტორ ოსიმენს ანაზღაურების სახით წელიწადში 35 მილიონ ევრო შესთავაზა, თუმცა ნიგერიელი თავდასხმელის მოლოდინი ზედმეტად მაღალი იყო.
მოგვიანებით კი ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, რომ ალ-ჰილალმა შეთავაზება გაზარდა და ნიგერიელ თავდამსხმელთან შეთანხმებას მიაღწია.
შეთანხმება მისაღწევი დარჩა ნაპოლისთან, რომელიც ოსიმენის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ითხოვს, არაბული კლუბის შეთავაზება კი 70 მილიონს შეადგენს.
ბრიტანელი ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ცნობით, კი ალ ჰილალმა უკვე სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნა და იმედი აქვს, რომ ნაპოლისთან საბოლოო შეთანხმებას უახლოეს საათებში მიაღწევს.
საუდის პრო ლიგის კლუბის პრიორიტეტია, რომ ტრანსფერი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე დახუროს.
ოსიმენის დამატებაზე გალათასარაიც მუშაობს, სადაც ოსიმენმა გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა.