ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ოთხი მთავარი კითხვა ნახევარფინალებამდე
ფეხბურთიფეხბურთი

ოთხი მთავარი კითხვა ნახევარფინალებამდე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის 2026 წლის ფინალისკენ მიმავალი გზა ბუდაპეშტში სრულდება. ნახევარფინალების პირველმა შეხვედრებმა დიდი დრამა შემოგვთავაზა, საპასუხო მატჩების წინ კი ოთხი მთავარი კითხვა ისმის:


მოიხსნება თუ არა გოლების რეკორდი?


პსჟ-სა და ბაიერნის პირველი შეხვედრა პარიზში ნამდვილი სანახაობა გამოდგა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 5:4 დასრულდა. ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში შედეგიანობის მხრივ რეკორდს უახლოვდება:

ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი 1999/00 წლების სეზონის ბარსელონას ეკუთვნის (45 გოლი).

პსჟ-ს ანგარიშზე ამჟამად 43 გოლია, ხოლო ბაიერნს 42 გოლი აქვს გატანილი.

ეს არის პირველი შემთხვევა ტურნირის ისტორიაში, როდესაც ერთ სეზონში ორმა გუნდმა შეძლო 40-გოლიანი ბარიერის გადალახვა.


შეძლებს არსენალი დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას?


მიუხედავად შიდა ჩემპიონატში არსებული სირთულეებისა, არსენალი ევროპაში მაქსიმალური ეფექტურობით გამოირჩევა. ის ერთადერთი გუნდია მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც მატჩი არ წაუგია (10 მოგება და 3 ფრე). თუ ლონდონელები სამშაბათს ატლეტიკოსთან არ დამარცხდებიან, ისინი კლუბის ახალ რეკორდს დაამყარებენ ტურნირზე წაუგებელი მატჩების სერიით.


დაეხმარება თუ არა ბაიერნს სახლში თამაში?


ბაიერნს ალიანც არენაზე ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად მაქსიმალური მობილიზება დასჭირდება. გუნდს ევროტურნირებზე საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო 29 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული, ხოლო მიმდინარე სეზონში ბავარიაში 100%-იანი შედეგი აქვთ.

შემაშფოთებელია მათი ბოლო დროინდელი სტატისტიკა ნახევარფინალურ ეტაპზე, სადაც ბოლო ექვსი მცდელობიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხეს შემდეგ ეტაპზე გასვლა.


იმუშავებს თუ არა სიმეონეს გეგმა?


დიეგო სიმეონე არსენალის ფეხბურთელების მენტალურად დაძაბვას ცდილობს. მისი გეგმაა, აიძულოს მეტოქე, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე წონასწორობა დაკარგოს. სიმეონეს მიაჩნია, რომ არსენალი გადაღლილია ორი ტიტულისთვის ბრძოლის გამო და მათი მწყობრიდან გამოყვანა შესაძლებელია. პირველი მატჩი მადრიდში ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც საპასუხო შეხვედრის წინ ორივე გუნდს თანაბარ შანსებს უტოვებს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არსენალი
ატლეტიკო
ბარსელონა
ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
დიეგო სიმეონე
პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პრემიერ ლიგის ფინალური ეტაპი - დარჩენილი მატჩების შედარება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ფინალური ეტაპი - დარჩენილი მატჩების შედარება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-მ ნახევარფინალისთვის შემადგენლობა წარადგინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-მ ნახევარფინალისთვის შემადგენლობა წარადგინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლას პასუხი კინის უხეშობაზე: „ეს ჩემი საქმე არაა“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლას პასუხი კინის უხეშობაზე: „ეს ჩემი საქმე არაა“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსი ჩავით დაინტერესდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსი ჩავით დაინტერესდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

პრემიერ ლიგის ფინალური ეტაპი - დარჩენილი მატჩების შედარება

News image

1 სთ წინ

პსჟ-მ ნახევარფინალისთვის შემადგენლობა წარადგინა

News image

1 სთ წინ

გვარდიოლას პასუხი კინის უხეშობაზე: „ეს ჩემი საქმე არაა“

News image

1 სთ წინ

ჩელსი ჩავით დაინტერესდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება