არსენალის შანსები, 22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგოს პრემიერ ლიგა, ახლა სრულად მათ ხელშია.
მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტიმ ევერტონთან ქულები დაკარგა, მიკელ არტეტას გუნდი მდევარს ხუთი ქულით უსწრებს, თუმცა სიტის ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
არსენალი ჩემპიონი გახდება, თუ დარჩენილ სამ შეხვედრას მოიგებს.
როდის შეიძლება გახდეს არსენალი ჩემპიონი?
გუნდს ტიტულის მოპოვების რამდენიმე სცენარი აქვს: თუ არსენალი დაამარცხებს ვესტ ჰემს, ხოლო მანჩესტერ სიტი ვერ მოიგებს ბრენტფორდთან ან კრისტალ პალასთან, მეთოფეებს ჩემპიონობის გაფორმება ბარნლისთან საშინაო მატჩში გამარჯვებით შეეძლებათ.
თუ სიტი წააგებს ბრენტფორდთან, არსენალი კი მოუგებს ვესტ ჰემს, ტიტულის ბედი მომავალ ოთხშაბათსაც შეიძლება გადაწყდეს, იმ შემთხვევაში, თუ გვარდიოლას გუნდი პალასსაც ვერ დაამარცხებს.
არსენალის დარჩენილი მატჩებია: ვესტ ჰემი (სტუმრად, 10 მაისი), ბარნლი (სახლში, 18 მაისი) და კრისტალ პალასი (სტუმრად, 24 მაისი).
მანჩესტერ სიტის კი ოთხი თამაში აქვს დარჩენილი: ბრენტფორდი (სახლში, 9 მაისი), კრისტალ პალასი (სახლში, 13 მაისი), ბორნმუთი (სტუმრად, 19 მაისი) და ასტონ ვილა (სახლში, 24 მაისი).
სიტიმ ბრძოლა ბოლო ტურამდე რომ მიიყვანოს, ზედიზედ სამი მატჩის მოგება სჭირდება. არსენალისთვის ყველაზე რთულ ბარიერად ვესტ ჰემთან გასვლა მიიჩნევა, რადგან ეს გუნდი პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.