ჩელსის ვარსკვლავმა, კოულ პალმერმა, იმ ჭორებს უპასუხა, თითქოს ის მანჩესტერში ცხოვრებას ნატრობს და მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა სურს.
ფეხბურთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლონდონურ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს:
„ხალხი ბევრ რამეს ლაპარაკობს. როცა ასეთ რამეებს ვკითხულობ, უბრალოდ მეცინება. რა თქმა უნდა, მანჩესტერი ჩემი სახლია, მთელი ჩემი ოჯახი იქაა, მაგრამ ქალაქი არ მენატრება. შეიძლება მომენატროს, თუ იქ სამი თვე არ ჩავალ, მაგრამ როცა სახლში ვბრუნდები, ვხვდები, რომ იქ ჩემთვის მაინც აღარაფერია.
ჩელსიდან წასვლას არ ვგეგმავ. წინ ბევრი რამ გველოდება - გვაქვს ინგლისის თასის ნახევარფინალი [ლიდსის წინააღმდეგ] და თუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოვხვდებით, ეს საჭირო ფეხბურთელების მოსაზიდად კარგ პოზიციაში ჩაგვაყენებს.“ - აღნიშნა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, რომ პალმერი მან სიტის აღზრდილია, თუმცა მისი ოჯახი მან იუნაიტედის გულშემატკივარია.