მაიკლ კერიკმა უკმაყოფილება გამოთქვა მსაჯების გადაწყვეტილებებზე, რომელთა გამოც ჩელსისთან მნიშვნელოვან მატჩში გუნდს ჰარი მაგუაიერი და ლისანდრო მარტინესი დააკლდება.
იუნაიტედი ამჟამად მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, თუმცა ლიდსთან მარცხისა და დისკვალიფიკაციების გამო დაცვაში სერიოზული პრობლემები შეექმნა.
მარტინესმა წითელი ბარათი და სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დომინიკ კალვერტ-ლუინისთვის თმის მოქაჩვის გამო მიიღო, მაგუაიერი კი ბორნმუთთან გაძევების შემდეგ დამატებითი ერთმატჩიანი ბანით დაისაჯა. კერიკმა მსაჯობასთან დაკავშირებით განაცხადა:
ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი მიზეზი გვქონდა უკმაყოფილებისთვის, თუმცა გადაწყვეტილებები მიღებულია და უნდა გავაგრძელოთ გზა.
მწვრთნელმა მარტინესის გაძევებას „ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება“ უწოდა და დაადასტურა, რომ არგენტინელი ჩელსისთან ვერ ითამაშებს.
დადებითი სიახლე ისაა, რომ კობი მაინუ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა მოედანზე ვიხილოთ. პატრიკ დორგუ კი რეაბილიტაციის პროცესს გადის და მოედანზე დაბრუნდა, თუმცა გუნდთან ერთად ჯერ არ ვარჯიშობს.