ბორნმუთმა ანდონი ირაოლას შემცვლელად ლაიფციგის ყოფილი თავკაცი, მარკო როზე შეარჩია. Sky Sports-ის ცნობით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და გერმანელი სპეციალისტი გუნდს ზაფხულში ჩაიბარებს. ხელშეკრულებაზე ახლა იმიტომ შეთანხმდნენ, რომ ირაოლასაც და მის მემკვიდრესაც მომავალი სეზონის დაგეგმვის საშუალება ჰქონდეთ.
ირაოლამ წასვლის შესახებ სამშაბათს გამოაცხადა, თუმცა მისი მომავალი კლუბი ჯერ უცნობია. ერთ-ერთ ვარიანტად ატლეტიკ ბილბაო განიხილება. როზე 2025 წლის მარტში ლეიპციგიდან დათხოვის შემდეგ უმუშევარი იყო. 49 წლის მწვრთნელს ინგლისში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა მას სოლიდური სამწვრთნელო ბექგრაუნდი გააჩნია დორტმუნდში, მიუნხენ გლადბახსა და ზალცბურგში.
მარკო როზეს მაღალი ინტენსივობის პრესინგის სტილი ირაოლას მიდგომების მსგავსია. მას ადრე უთქვამს: „ჩვენ გვინდა ვიყოთ აქტიურები ბურთის გარეშე, ბევრი ვირბინოთ და მეტოქის კარამდე უმოკლესი გზა ვიპოვოთ“.
თავად ირაოლამ აღნიშნა, რომ ფლობს გარკვეულ ინფორმაციას კლუბის გადაწყვეტილებაზე, თუმცა სხვა მწვრთნელებზე საუბრისგან თავი შეიკავა.