ლეგენდარულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისაუბრა ფეხბურთელისა და მწვრთნელის როლის განსხვავებაზე.
„უმაღლეს დონეზე თამაში არ არის იგივე, რაც მწვრთნელობა. მწვრთნელობა სრულიად სხვა რამეა. თუ ფეხბურთელი იყავი, ეს ცოტათი გეხმარება, მაგრამ მაინც განსხვავებული სიტუაციაა. ფეხბურთელები შეცდომას უშვებენ, როცა ფიქრობენ, რომ მხოლოდ იმიტომ გახდებიან კარგი მწვრთნელები, რომ კარგი ფეხბურთელები იყვნენ. ეს ორი სრულიად განსხვავებული საქმიანობაა.
ახლა ვიტანჯები, რადგან ვერ ვთამაშობ, ვერ ვეხმარები თანაგუნდელებს, ვერ შემაქვს ჩემი წვლილი შედეგში. როცა ვთამაშობდი, თავს ცოცხლად ვგრძნობდი. ეს ჩემი სამყარო იყო. ან შენ, ან მე. გამარჯვების ერთი ნება. ყველაფერს გავაკეთებდი მოსაგებად. თუ არ ვიგებდი, თითქოს ცოცხალიც აღარ ვიყავი. სწორედ ამიტომ ვსწავლობ, როგორ დავეხმარო გუნდს სხვანაირად.
იგივე დავრჩი. როგორიც ფეხბურთელი ვიყავი, ისეთივე ვარ ახლაც. უბრალოდ ახლა ფეხბურთს სხვა მხრიდან ვუყურებ. ახლა მაქვს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ფეხბურთელობის დროს არ მქონდა. მაქვს სრული სურათი მთლიანად კლუბის შესახებ… კლუბი კომპანიას ჰგავს — საჭიროა სპონსორები, გულშემატკივრები, სატელევიზიო უფლებები. ამას ახლა ვსწავლობ, ამაში ვიზრდები და ეს მიხარია.
ვუყურებ, ვუსმენ და ვსწავლობ ამ სფეროს პროფესიონალებისგან. როცა საქმე უშუალოდ ფეხბურთს ეხება, უფრო აქტიური ვხდები — მეტი ვიცი და მეტსაც ვამბობ. ეს ორი განსხვავებული მდგომარეობაა… ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ წინ. როცა ვთამაშობდი, ყველაფერი სხვანაირად იყო“, — თქვა მილანის მფლობელების მრჩეველმა ინტერვიუში (Ne)uspjeh prvaka.