მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი თითქმის დამთავრდა - მხოლოდ მარტის საპლეიოფო თამაშები დარჩა.
შედეგად, 48 მონაწილედან 42 უკვე ოფიციალურად არის ცნობილი.
ამ სიაში გთავაზობთ ფეხბურთელის იმ ვარსკვლავების ვინაობას, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს გარანტირებულად გამოტოვებენ. თუ პლეიოფის გზა წარმატებით ვერ გაიარა და მუნდიალზე კვლავ ვერ მოხვდა იტალიის ნაკრები, სიას ჯანლუიჯი დონარუმა და იტალიის სხვა ვარსკვლავებიც შეიძლება დაემატოს.
1. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)
2. გიორგი მიქაუტაძე (საქართველო)
3. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო)
ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გასვლისა და ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთის 4:1 განადგურების შემდეგ, მუნდიალის შესარჩევს ყველა დიდი მოლოდინით ველოდით, თუმცა სამწუხაროდ პირველ მუნდიალზე გასასვლელად კიდევ მინიმუმ 5 წელი მოგვიწევს ლოდინი.
4. დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი)
5. მილოშ კერკეზი (უნგრეთი)
6. დუშან ვლაჰოვიჩი (სერბეთი)
7. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (სერბეთი)
8. ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია)
9. ადემოლა ლუკმანი (ნიგერია)
10. ბრაიან მბიუმო (კამერუნი)
11. ანდრე ონანა (კამერუნი)
12. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი)
13. ალექსის სანჩესი (ჩილე)
14. კეილორ ნავასი (კოსტა რიკა)
15. იან ობლაკი (სლოვენია)
16. ბენჟამინ შეშკო (სლოვენია)