მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ წილისყრამდე ორი კვირით ადრე, რომელიც 5 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართება, ხელოვნურმა ინტელექტმა ტურნირის გამარჯვებული ივარაუდა.
ხელოვნური ინტელექტის აზრით, მასპინძლები - მექსიკა, აშშ და კანადა ჯგუფურ ეტაპს გადალახავენ, თუმცა 1/8 ფინალს ვერცერთი ვერ გასცდება. მექსიკა ბრაზილიასთან დამარცხდება 2:3, აშშ არგენტინასთან დამატებით დროში 1:2, კანადა კი იმავე არგენტინასთან 1/16 ფინალში გავარდება.
არგენტინა და ესპანეთი - მთავარი ფავორიტები
სიმულატორი კოპა ამერიკას და ევროპის ჩემპიონატების დიდ ჯახს ელოდება. მისი აზრით, ნიუ-იორკში სტადიონ მეტლაიფზე გასამართ ფინალში სწორედ არგენტინა და ესპანეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
სცენარი არგენტინის ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონობით მთავრდება, რომელიც ფინალში ესპანეთს 2:1 ამარცხებს. ჩემპიონობისაკენ მიმავალ გზაზე ალბისელესტე ნახევარფინალში ბრაზილიას პენალტების სერიაში დაამარცხებს მატჩში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდება. 1/2 ფინალამდე ბრაზილია მეოთხედფინალში საფრანგეთის დამარცხებით მივა.
თავის მხრივ, ესპანეთი გადამწყვეტ მატჩამდე კოლუმბიასთან 3:1 გამარჯვებით მიაღწევს.
ხელოვნური ინტელექტის სიმულატორი სტაბილურად კარგ თამაშს და გამოსვლას ელოდება გერმანიასთან, ინგლისისგან და პორტუგალიისგან, თუმცა ფინალამდე არცერთის მისვლას არ ვარაუდობს.