რიო ფერდინანდი კაზემიროს თამაშით აღფრთოვანებული დარჩა.
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ბილბაოსთან ევროპა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი სტუმრად 3:0 მოიგო.
„კაზემირომ საოცრად და ძალიან დისციპლინირებულად ითამაშა. ხალხი ამბობდა, რომ ის მოსაშორებეია, რომ ფეხები აღარ ემორჩილება და ასე შემდეგ.
ის კი მოწინავე პოზიციაზე ავიდა მაშინვე, როგორც კი გუნდს დასჭირდა.
კაზემირომ გუნდი წაიყოლა, ეს მისთვისაც და ზოგადად გუნდისთვისაც სეზონის გადამწყვეტი მომენტია." - აღნიშნა რიომ.