ატლეტიკოს ყოფილმა მცველმა, ფილიპე ლუისმა, მადრიდული კლუბის პროგრესზე ისაუბრა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდში 2010-დან 2019 წლამდე თამაშობდა.
„ამ კლუბში ძალიან ბედნიერი ვიყავი. დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ მთავარი, რასაც ახლა ვგრძნობ, არის სიამაყე იმით, თუ რად იქცა ატლეტიკო. ის შეუდარებლად დიდი გახდა იმ დროსთან შედარებით, როდესაც წამოვედი. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ხელმძღვანელობას, სიმეონეს და უმაღლესი დონის მოთამაშეების მოსვლას. ახლა შემადგენლობაში წარმოუდგენელი ხარისხის ფეხბურთელები არიან.
ვხედავ გუნდს, რომლის წინააღმდეგ თამაშიც უკიდურესად რთულია: მას შეუძლია როგორც ღრმად დაცვა, ისე მაღალი პრესინგი და ვერტიკალური თამაში. ამიტომ ატლეტიკოსთან ყოველთვის მძიმეა ბრძოლა.
არ მინდა თვალი დავადო, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ბარსელონას ბარიერს გადალახავენ — შემდეგ კი ძალიან საინტერესო იქნება.
სიამაყეს ვგრძნობ, როცა ამჟამინდელ ატლეტიკოს ვუყურებ: ეს არის კლუბი, რომელიც გაცილებით უკეთესი და დიდია, ვიდრე ადრე.“