ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, El Pais-თან ინტერვიუში ლიონელ მესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ლაპორტას თქმით, არგენტინელი ვარსკვლავი იმ ლეგენდების გვერდით დგას, რომლებმაც ფეხბურთის აღქმა შეცვალეს:
„მომავალში ჩვენი ურთიერთობა ისეთი იქნება, როგორიც ლეოს და ბარსას სურს. რაღაც მომენტში ჩვენი ინტერესები კვლავ გადაიკვეთება. მესი თაობის ხატია: კუბალა, კრუიფი და თავად მესი. ის იმსახურებს ქანდაკებას და გამოსამშვიდობებელ მატჩს. ბარსა მისი სახლია.
კრუიფი თავისი თაობისთვის რევოლუცია გახდა, მესი კი — ხელოვნებაა. შედეგების თვალსაზრისითაც, როგორც ბომბარდირი და როგორც ასისტენტი, ის შეუდარებელია.“