ფიფამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მაროკოს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ჩატარება ესპანეთის სანაცვლოდ შესთავაზეს.
2030 წლის მუნდიალის ფინალი ესპანეთში აღარ ჩატარდება?
ვრცელდებოდა ცნობები, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ მაროკოს ფეხბურთის სამეფო ფედერაციას (FRMF) 2030 წლის მუნდიალის ფინალის ქვეყანაში ჩატარებას ფიფას მომავალ არჩევნებში მისი კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ დაპირდა.
„მტკიცება იმისა, თითქოს ფიფას პრეზიდენტმა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ორგანიზებასთან დაკავშირებით რაიმე დაპირება გასცა, მცდარია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
ფიფა გადაწყვეტილებას შესაბამის დროს მიიღებს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.