დინამო თბილისმა, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ლიეტუვურ ჟალგირის ვილნიუსს 3:0 მოუგო.
თემურ ქეცბაიას გუნდი საწყის 30 წუთში უკვე 3-ბურთიანი სხვაობით იგებდა - მე-14 წუთზე ანგარიში ნუმან კურდიჩმა კუთხურის შემდეგ გახსნა, 26-ეზე ლეო სანტოსმა შეაგდო, ხოლო 30-ეზე - ნიკა უგრეხელიძემ.
აღსანიშნავია, რომ პირველი და მესამე გოლისას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ნიკა ნინუას - ჯერ კუთხური მოაწოდა, შემდეგ კი ჯარიმა ხარიხას გაარტყა და გოლი დამატებისას გავიდა.
დინამოს ევროტურნირების შეხვედრა 3-ბურთიანი სხვაობით ბოლოს 7 წლის წინ, 2019 წელს ჰქონდა მოგებული, როცა აზერბაიჯანული გაბალა დაამარცხეს (3:0).
რაც შეეხება მთლიანად ქართულ კლუბებს, ქეცბაიას გუნდამდე, ბოლოს 3-ბურთიანი უპირატესობით ევროტურნირებზე დინამო ბათუმმა გაიმარჯვა - 2021 წელს, ბატე-სთან (4:1).
ჟალგირისი და დინამო საპასუხო მატჩს 30 ივლისს, ვილნიუსში ითამაშებენ.