საბა ხარებაშვილის ბაშაქშეჰირში ტრანსფერის შემდეგ, Transfermarkt-ის მიხედვით, ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 17 წლის ანდრია ბართიშვილი გახდა.
გავლენიანი სააგენტოს მონაცემებით, იბერიას შემტევის ღირებულება 1.5 მლნ ევროა, მეორე ადგილზე დინამო თბილისის მარჯვენა მცველი, გიორგი გვასალიაა, ხოლო მესამეზე - დინამო ბათუმის გარემარბი, პაულო ვიქტორი.
ამჟამინდელი გამოთვლებით, სულ 8 ფეხბურთელია, რომლებიც 600 000 ევროდ ან მეტად ფასდებიან, 500 000 ევრო კი ერთბაშად 7 მოთამაშე ღირს - მათ შორის, 16 წლის თორნიკე კვარაცხელია.
8. იმრან ულად ომარი (დინამო ბათუმი; 28 წლის) - 600 000 ევრო;
7. დავით კერესელიძე (დილა გორი; 26 წლის) - 600 000 ევრო;
6. ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო ქუთაისი; 28 წლის) - 600 000 ევრო;
5. გიორგი არაბიძე (ტორპედო ქუთაისი; 28 წლის) - 600 000 ევრო;
4. კომნენ ანდრიჩი (ტორპედო ქუთაისი; 31 წლის) - 600 000 ევრო;
3. პაულო ვიქტორი (დინამო ბათუმი; 27 წლის) - 700 000 ევრო;
2. გიორგი გვასალია (დინამო თბილისი; 18 წლის) - 800 000 ევრო;
1. ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999; 17 წლის) - 1.5 მლნ ევრო.
რაც შეეხება გუნდის ყველა ფეხბურთელის ჯამურ ღირებულებას, ამ მხრივ ტორპედო ქუთაისია გამორჩეული - 6.08 მლნ ევრო; დინამო თბილისის ფეხბურთელთა ჯამური ფასი 5.95 მლნ ევროა, იბერია 1999-ისა და დინამო ბათუმის სრული შემადგენლობა 5.9-5.9 მლნ ევროდ ფასდება, ხოლო დილა გორის ფეხბურთელთა საერთო ფასი 4.18 მლნ ევროა.
ეროვნულ ლიგაში ზაფხულის შესვენების დასრულებამდე 2 კვირა რჩება, თამაშები 8 აგვისტოდან განახლდება.