საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე 1/4 ფინალური მატჩი გამართა და იტალიასთან 12:18 დამარცხდა.
შეხვედრის მეორე მეოთხედი ფრედ დასრულდა, დანარჩენ სამ მეოთხედში კი უკეთესი აპენინელები იყვნენ, რითაც 1/2 ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.
ჩვენი ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე, ანუ საუკეთესო 8 გუნდს შორის, პირველად ასპარეზობს და ხვალ მეხუთე-მერვე ადგილისთვის პლეი-ოფში მონტენეგროს დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი-ზე ვიხილავთ.
მსოფლიო თასზე 8 საუკეთესო გუნდი იღებს მონაწილეობას - 1-ელი დივიზიონიდან სუპერ ფინალში თამაშის უფლება ხორვატიის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებმა მიიღეს, ხოლო მე-2 დივიზიონიდან საგზურს საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებები დაეუფლნენ.