VIDEO: ლამაზი გოლი და ლამაზი ასისტი - ანდრონიკაშვილის მაგარი მატჩი უზბეკეთში
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უზბეკეთის სუპერ ლიგის მე-13 ტურში, სანდრო ანდრონიკაშვილმა მაგარი მატჩი ჩაატარა.
ონდოჯანის ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ერთ-ერთ კონკურენტ ლოკომოტივ ტაშკენტთან გასვლითი შეხვედრისას, გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ანდრონიკაშვილმა ჯერ საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში დარტყმით შეაგდო, ბოლო წუთებზე კი ლამაზი ასისტი შეასრულა და ქულის გადარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა - 3:3.
დილა გორის ყოფილ ნახევარმცველს უზბეკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 საგოლე მოქმედება მოუგროვდა - 3 გოლი, 2 ასისტი. გასული სეზონის ეროვნულ ლიგაში 8 გოლი და 2 საგოლე პასი ჰქონდა აქტივში.
13 ტურის შემდეგ, ონდიჯანმა 17 ქულა მოაგროვა, მე-9 ადგილზეა და ზედა სამეულს 6 ქულით ჩამორჩება. 27 ივლისს, სწორედ მესამეადგილოსან ბუქსოროს უმასპინძლებენ.