ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, ვახტანგ ლოლუამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
55 კგ. წონით კატეგორიაში, 18 წლის ლოლუამ 1/4 ფინალში ბულგარელ სტეფან გრიგოროვს 9:0 აჯობა, 1/2 ფინალში კი სომეხ მანველ ხაჩატრიანს 3:1 მოუგო და, გასულ წელს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, ევროპის ჩემპიონობის შანსიც მიეცა.
ფინალურ მატჩში ლოლუა ევროპის 2-გზის ჩემპიონ (2021; 2025) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ (2021) ემინ სეფერშაევთან 1:2 დამარცხდა და ევროპის ვიცე-ჩემპიონის წოდება მიიღო.
საქართველოს ნაკრებისთვის, ტურნირზე პირველი მედალია, ოდნავ მოგვიანებით კი ოქროს მედლის მოგებას შეეცდება რამაზ ზოიძე (77 კგ.), რომელიც 4-გზის ევროპისა (2022; 2023; 2024 2025) და 2-გზის მსოფლიო ჩემპიონ მალხას ამოიანს ხვდება (2021-ში ოქრო 72 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა, ხოლო 2025-ში იმ წონაში, რომელშიც ახლა ასპარეზობს).
ევროს ზედიზედ მეორე ფინალი წააგო - ზოიძე კვლავ ლეგენდარულ ამოიანთან დამარცხდა