ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, რამაზ ზოიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
77 კგ. წონით კატეგორიაში, ზოიძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანელ მარკოს სანჩეს სილვას - 8:2, 1/8 ფინალში ხორვატ ანტონიო კამენიასევიჩს - 9:3, 1/4 ფინალში სერბ ალეკსა ილიჩს - 5:2, ხოლო 1/2 ფინალში უნგრელი რობერტ ატილა ფრიტჩი 8:0 გაანადგურა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
29 წლის ქართველი ევროს ფინალში ამჯერადაც შეხვდა ლეგენდარულ სომეხ მალხას ამოიანს, რომელთანაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც დამარცხდა. დღევანდელი ბრძოლა მეტ-ნაკლებად თანაბრად წარიმართა და 1:1 დასრულდა, თუმცა, წესების მიხედვით, გამარჯვება ამოიანს დარჩა და ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონობას ზედიზედ მეორედ დასჯერდა.
რაც შეეხება ამოიანს, ის უკვე 5-გზის ევროპისა (2022; 2023; 2024 2025; 2026) და 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია (2021-ში ოქრო 72 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა, ხოლო 2025-ში იმ წონაში, რომელშიც ახლა ასპარეზობს).
საქართველოს ნაკრებისთვის, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-2 მედალია - ვახტანგ ლოლუამ ასევე ვერცხლის მედალი მოიგო.
პირველი მედალი ევროზე - ლოლუა ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა