ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი, გამოეხმაურა ესპანეთისა და ეგვიპტის ნაკრებების მატჩისას (0:0) გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ შეძახილებს: „ვინც არ ხტუნავს, ის მუსლიმია“.
ბარსელონაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ლამინ იამალმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
ვიცი, რომ ეს მეტოქე გუნდისკენ იყო მიმართული და არა პირადად ჩემსკენ, მაგრამ ჩემთვის, როგორც მუსლიმისთვის, ეს მაინც უპატივცემულობის გამოვლენა და დაუშვებელი საქციელია.
გერმანელმა სპეციალისტმა სრულად დაუჭირა მხარი თავის ფეხბურთელს:
ლამინმა ფანტასტიკური განცხადება გააკეთა. ფეხბურთის სამყაროში ჩვენ ინკლუზიურობის მომხრე ვართ. ეს გულსატკენია და მხოლოდ მცირე ჯგუფს, კერძოდ კი რამდენიმე იდიოტს არ ესმის ეს. დადგა დრო, დავფიქრდეთ და გამოსწორდეთ. არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაშიც — რასიზმის ადგილი არსად არ არის.
საუბარია ერთიანობაზე. ყველას გვინდა, რომ პატივი გვცენ, მიუხედავად კანის ფერისა, რასისა თუ რელიგიისა. ჩვენ არ გვსურს რასიზმი. დროა აზროვნება შევცვალოთ.