რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, პრესკონფერენციაზე იმ ხმებს უპასუხა, თითქოს კლუბმა მბაპეს ტრავმირებულის ნაცვლად ჯანმრთელი მუხლი გამოიკვლია, რამაც ტრავმირებული მუხლის უფრო მეტად დაზიანება გამოიწვია.
„ის, რაც ბოლო დღეებში კილიანზე იწერებოდა, აბსოლუტური სიცრუეა. ახლა დროა, ეს თემა წარსულს ჩავაბაროთ და მის გოლებზე ვკონცენტრირდეთ. დაე, ის დაუბრუნდეს თავის დონეს, რომელიც უკვე არაერთხელ აჩვენა.
რაც შეეხება დერბიში მის სათადარიგო სკამზე ყოფნას — ის სულაც არ ყოფილა იმედგაცრუებული. ეს სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. კილიანს უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ზუსტად ესმის, რას ვითხოვ მისგან. ეს ვინისიუსსაც ეხება. თავდამსხმელებმა მცველებზე ნაკლებად უნდა დაიცვან თავი, ისევე როგორც მცველებზე მეტად უნდა შეუტიონ.
ჩვენ ყოველდღე ერთიანი გუნდი უნდა ვიყოთ. 25-ვე ფეხბურთელი გვჭირდება. მატჩები ძალების დაზოგვის გარეშე უნდა დავასრულოთ, შემდეგ კი ამ მოთამაშეების ტალანტი თამაშების ბედს გადაწყვეტს.“ — აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.