-
Aa
+
ფონტის ზომა
ჰანსი ფლიკმა ბარსელონას ექიმის გარდაცვალებაზე ისაუბრა.
ოსასუნასთან თამაშის დღეს კლუბის ექიმი კარლეს მინიარო გუნდის ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. ამის გამო, მატჩი გადადეს.
- როგორ ემზადებით ბენფიკასთან მატჩისთვის კარლეს მინიაროს გარდაცვალების შემდეგ?
გუნდი მწყობრშია, თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. ლისაბონში ვნახეთ, რომ მეტოქე გარდამავალ ფაზაში ძლიერია და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
- დანაკარგს როგორ უმკლავდებით?
პრეზიდენტმა კვირას გასახდელში რაღაც გვითხრა, გუშინაც გველაპარაკა. კარლესის დაკარგვა დიდი დარტყმაა, ის ჩვენი წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ის გვიქომაგებს იქიდან, სადაც არ უნდა იყოს ახლა. გუნდმა გამარჯვება მას უნდა მიუძღვნას. ამ რთულ სიტუაციაში გამარჯვება აუცილებელია. გუნდს ყველაფერი კარგად აქვს. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ერთად გვინდა წარმატების მიღწევა." - აღნიშნა ფლიკმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები